საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.

















