მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ის მოტოციკლიდან, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მოწმე ჰყავს, რომლის დაკითხვაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.
2004 წელს აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, რომან დუმბაძემ უარი განაცხადა დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მხარდაჭერა ასლან აბაშიძეს გამოუცხადა. რევოლუციის შემდეგ, ის დააპატიმრეს. 2008 წელს კი, ქართულმა მხარემ დუმბაძე რუსეთს 12 ქართველ ტყვეში გაუცვალა. ყოფილმა გენერალმა რუსეთის მოქალეობა მიიღო.

















