ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო სახელმწიფოების თვისობრივად ახალ კატეგორიაში გადავიდა, რაც იმის აღიარებაა, რომ ახლო მომავალში ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა ჰამას პროვინციაში სახელისუფლო ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესთავაზა.
საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოფენა - „ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გურიის პოლიტიკური კოორდინატორი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოზურგეთის რაიონის სოფლებში - შრომასა და ნატანებში მოსახლეობას შეხვდა.
ბულგარეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნანა გულუა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, პარტიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ საერთაშორისო დამკვირვებლები რონ კიჩი და დანილო სპოლსკი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის უფროსს მამუკა ქარდავას შეხვდნენ.