პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გურიის პოლიტიკური კოორდინატორი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოზურგეთის რაიონის სოფლებში - შრომასა და ნატანებში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუპრესს“ „რესპუბლიკური პარტიიდან“ აცნობეს, შეხვედრებში ასევე, კოალიციის ბათუმელი წარმომადგენელი დავით ბაციკაძე და ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი კოტე შარაშენიძე მონაწილეობდნენ.
პარტიის ინფორმაციით, ორივე სოფელში მოსახლეობა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში „ქართული ოცნების“ პროგრამებით დაინტერესდა.
დავით ბერძენიშვილი დღეს შეხვედრებს გომსა და შემოქმედში გამართავს.

















