ასტრახანში დღეს ოპოზიციური ძალების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის მსვლელობისას რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სარწმუნოდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" იუწყება.
ბაზალეთის გარდა, ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა დასავლეთ საქართველოშიც იგეგმება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთლმა განუცხადა.
ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს კიმ ჩენ ირნს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, გუშინ ძეგლი გაუხსნეს. ბრინჯაოსგან დამზადებული 25 მეტრის სიმაღლის ძეგლი, კიმ ჩენის მამის, ჩრდილოეთ