აზერბაიჯანის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, მის მიერ ქვეყნის
არაკონტროლებად ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
"ქართული კანონმდებლობის თანახმად, ასეთი მოგზაურობა უკანონოდ ითვლება და შესაბამისად ისჯება. აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში გამგზავრება სურს ვურჩევთ, ამ ქვეყანაში გამგზავრებამდე ზემოთ აღნიშნული საკითხი გაითვალისწინონ" - ნათქვამია განცხადებაში.

















