სირიის ოპოზიციის წარმომადგელები აცხადებენ, რომ გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა დარღვეულია.
"ბი-ბი-სი" ინფორმაციით, სირიაში ფარული შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. მათივე ცნობით, გუშინ 4 ადამიანი მოკლეს.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ქვეყანაში ცეცხლი შეწყდა. თუმცა, დასახლებული პუნქტებიდან მძიმე ტექნიკა ამ დრომდე არ გაუყვანიათ.
ცხელი წერტილებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის წერილობით გარანტიას ითხოვს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















