საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იანოშ მარტონის შეხვდა.
მათ ჩიკაგოს 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესზე, ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობასა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები და რეგიონში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ვაშაძემ იანოშ მარტონი საქართველოში მოიწვია.

















