საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია და აღსაზრდელებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.
მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 157 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს და არდადეგებსაც სკოლაში ატარებს.

















