შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ საქმეს გააკეთებს, მას შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა თარგამაძისავე თქმით მას ამაში „ეჭვი ეპარება“.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს განცხადებით, დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარი ტერაქტების სერია პოლიტიკური მოტივით არ განხორციელებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ფოთის პორტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 7 მოქალაქე დააკავა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის წარმომადგენლები დღეს სოფელ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციას გამართავენ.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე დღეს ჩოხატაურის რაიონში იმყოფებოდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებაში ვეტერანთა ჩართვის სურვილს დადებითად აფასებს.
რუსული კაპიტალი საქართველოში დიდი ხანია შემოსულია და მას არაფერი დაუშავებია. ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს ეკუთვნის.
თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას არც ერთი კონკრეტული მოდელი არ არის გამოყენებული. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს პარლამენტის შვიდი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის ნეშტს ლევილიდან საქართველოში, სავარაუდოდ, ივნისში გადმოასვენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სპეციალური კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს.