შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ფოთის პორტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 7 მოქალაქე დააკავა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულისთვის ატილლა დურდაღი, ჰარუნ ოსკანი, ომერ იალინიზი, ისმაილ იოზგატი, ომერფარუკ ერდოღანი, ცევატ უსტუნი და მეჰმედ ოსდევინია დაკავებული.
მათ 2012 წლის 13 და 25 იანვარს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ "AYSE AKANSU"–ით, საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის ბიჭვინთის საზღვაო რაიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა ედებათ ბრალად.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე მუხლით მიმდინარეობს.

















