პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა სადეპუტატო ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევის შესახებ ცვლილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველო“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის აღდგენას ასახელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას, ჟურნალისტების მხრიდან მისი დევნის შესახებ გადაჭარბებული უწოდა.
„პროკრედიტ ბანკის“ წმინდა მოგებამ 2011 წელს 19.7 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მერედოვამ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგად, მოქალაქეთა დევნის და დაშინების ფაქტები გამოიკვეთა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარის მურმან დუმბაძის განცხადების დაზუსტების შემდეგ, მასზე განმარტებებს მოითხოვს.