არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ დევნილებისთვის უფასო სახელმწიფო დაზღვევის დანიშვნის ინიციატივით გამოდის.
როგორც „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობაში“ აცხადებენ, საქართველოში მოქალაქეებისთვის, მათ შორის დევნილებისთვის, ჯანმრთელობა ხელმიუწვდომელი გახდა.
„ტელევიზიით გაპიარებული სავაადმყოფოები დევნილთა ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობას ვერ შველის. დევნილთათვის იქ მკურნალობა შეუძლებელია ხელმიუწვდომლობის გამო. სამედიცინო კონსულტაცია 20-დან 30 ლარია, დევნილთა შემწეობა კი 22-28 ლარს შეადგენს“- აცხადებენ მოძრაობაში.
მათივე თქმით, სამედიცინო ოპერაციებზე დევნილებისთვის არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რის გამოც მათთვის ყველა საავადმყოფო ფაქტიურად დახურულია.

















