სირიის მთავრობამ დასახლებული პუნქტებიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ლენტა რუ“ ავრცელებს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ჯარების გაყვანა დასახლებული პუნქტებიდან, ამას სირიაში გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მხადასაჭერად დადებული შეთანხმების ფარგლებში ვახორციელებთ“ - ნათქვამია პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცახდებაში.
კოფი ანანის დიპლომატიური გუნდი სამეთვალყურეო მისიის მოსამზადებელი სამუშაოების გასაგრძელებლად სირიაში უახლოეს მომავალში ჩავა.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















