აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით იტალიაში იმყოფებოდა.
„აფსნი-პრესის“ ცნობით, ჩირიკბა იტალიის ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო.
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი იტალიაში 29 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა.

















