29 აპრილს „სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქართველი და სუპერლიგის უცხოელი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 1 მაისს ზუგდიდსა და ბათუმში მოსახლეობას შეხვდება და იმ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.
უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა დღეს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „лента ру“ ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა დღეს სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართეს.