არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და „საქართველოს პატიმრობის კოდექსის“ პატიმრობის კოდექის 82-ე და 86-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის აღნიშნული მუხლებით უკვე დაირღვა ერთ-ერთი პატიმრის უფლებები,რომელსაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს. კერძოდ მოსარჩელე გიორგი ოქროპირიძე, რომელიც ამჟამად რუსთავის N6 საპყრობილეში იხდის სასჯელს,გასული წლის ბოლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს რადგან ის "C" ჰეპატიტითაა დაავადებული. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულებული აქვს და მკურნალობის შესაბამის კურსს გადის რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოს 2,5 - 3ლიტრი სითხე.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძეს 2011 წლის დეკემბერში დისციპლინური სასჯელის სახით პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეეფარდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 30 დღით.
"დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა როგორიცაა ყვირილი, გინება, ხმაური, პროვოცირება. მიგვაჩნია რომ ამ შემთხვევაში დისციპლინარული სახდელის მსჯავრდებულისთვის შეფარდება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 42-ე მუხლს, რადგან ადამიანი რომლის ჯანმრთელობისთვისაც საჭიროა სპეციფიური რეჟიმი, ვერ ახერხებს თავის შესაბამის მოვლას" - განაცხადა "კოსტიტუციის 42-ე მუხლის" წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 აპრილს მიმართავს.

















