რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი რუსეთში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირად აღიარებული ანატოლი ლებედი ავარიაში დაიღუპა.
„ридус ру“-ს ინფორმაციით, შემთხვევა მოსკოვის აღმოსავლეთით საკონლიკების პარკში მოხდა. ლებედი მოტოციკლით მგზავრობისას გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
ვიცე-პოლკოვნიკი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

















