გეგუთის №14 დაწესებულებაში პროფესიულ განათლებაში ჩართულ მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებს სერთიფიკატები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ გადასცა.
გეგუთის დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლი 2011 წლის ნოემბერში გაიხსნა და პროფესიული განათლების სწავლების პროცესში ათობით მსჯავრდებული იყო ჩართული. მათ სხვადასხვა პროფესია უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეასწავლეს.
ყველა მსჯავრდებულისთვის პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთია.

















