პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აჭარაში საჩითილე მეურნეობას გახსნის. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი იბრძვიან.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს ავჭალაში საპროტესტო აქცია გამართა და თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მოითხოვა.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ღონისძიება „თბილისი+35"-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობის ადგილზე შემოწმების მიზნით, ქედაში მცხოვრებ შერვაშიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია.