სოფელ ვარიანთან, მდინარე ლიახვის კალაპოტში აღმოჩენილი საავიაციო ჭურვი უკვე გაუვნებელყოფილია.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჭურვი სიძველის გამო საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გამნაღმველებმა მისი გაუვნებელყოფა მაინც მოახდინეს.
საავიაციო ჭურვი დღეს იპოვნეს. ის ტრაქტორის მძღოლმა მუშაობის დროს შენიშნა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

















