logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
10:19 06.05.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღავლენს.
წმინდა გიორგი III საუკუნის II ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. იგი დეოკლიტიანე (284-305 წ) მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო.
დეოკლიტიანემ კერპთმსახურება ააღორძინა და ქრისტიანთა დევნისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ გასცეს ბრძანება, რომელნიც ახალ რელიგიას უარყოფდნენ, ხოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
გადმოცემით, ამ დროს წმინდა გიორგი მეფესთან შევიდა და ქრისტიანობა მის წინაშე იქადაგა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც მისი დასჯა გადაწყვიტა. თავდაპირველად, მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა, თუმცა, წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამით ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე მახვილები დააგებინა და მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი განიკურნა და განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფის წინაშე.
მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა რის შემდეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. წმინდა გიორგი შეიპყრეს და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის სიკვდილით დასჯა ბრძანა. მას თავი მოჰკვეთეს.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ - 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა