ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას არაპროფესიონალიზმსა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
ჩეჩნეთში დღეს დილას დასახლებულ პუნქტ გერზელ გუდერმესკოსთან ახლოს პოლიციელებსა და ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას შეფასებით, ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მწვანე შუქია.
საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, პარტია „კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა.
ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე რწმენა და განსაცდელის არ უნდა შეეშიდეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარმა კონკურენტმა სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი არა მხოლოდ დიდი სახელი, არამედ დიდი პიროვნებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.