სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კაკლის და ნუშის სადემონსტრაციო ბაღები დაათვალიერა.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მან ბაღის გაშენების პროცესში მონაწილეობა მიიღო და ნერგები თავადაც დარგო.
მათივე ინფორმაციით, ბაღში 9 ჰექტარ მიწის ფართობზე ამერიკული, თურქული და ფრანგული ჯიშის კაკლის ნერგებია გაშენებული, რომლებიც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. ნუშის სადემონსტრაციო ბაღი კი - ერთ ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. ბაღში იტალიური, ფრანგული და ესპანური ჯიშებია დარგული. მოსავლის მიღება 3-4 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
დღესვე, ზაზა გოროზიამ ახმეტის რაიონში მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც მოინახულა.

















