ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი არა მხოლოდ დიდი სახელი, არამედ დიდი პიროვნებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი მილიარდერი არის ადამიანი, რომელიც თავის დიდ სახელს პიროვნულადაც შეესაბამება.
„ახალი ამერიკა მისი აშენებულია. ამერიკა ახალი ქვეყანაა და ახალი ქვეყნის ახლიდან აშენებას დიდი ხედვა სჭირდება. ჩვენ ძველი ქვეყანა ვართ, მაგრამ აშენება ახლიდან გვჭირდება. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს დიდი ხედვა ამ სფეროში, თუ ვინმეს ჩასვლა სადმე არის პასპორტი და და წარმატება ამ ქვეყნისთვის, თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას, ეს ტრამპია. ეს არის ადამიანი, რომელიც არ უჯერებს პესიმისტებს. მას ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დამთავრებულია, მაგრამ ყოველთვის უკან დაბრუნდა, ბევრი რამ დაკარგა, მაგრამ ხელახლა აინაზღაურა და ბევრად მეტი მიიღო. ეს ყველაფერი ჩემთვისაც ნაცნობი და ძალიან მისაღებია“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ტრამპს დიდი მოღვაწე უწოდა და აღნიშნა, რომ ბიზმესმენთან გატარებული ორი დღე მისთვის დიდი გამოცდილება იყო.
მიხეილ სააკაშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი დონალდ ტრამპი ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

















