ექსპერტი გია ხუხაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აბსურდულს უწოდებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების ანგარიშების განსახილველად შეიკრიბა.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთვის მიმართვა დეკლარაციული ხასიათის იყო.
საქართველოში ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ამერიკის შეერთებული სტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს ქვეყნის მხარდაჭერად აფასებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული საქართველოში მედიასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და
ოპოზიციონერი დეპუტატი, ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს მოუწოდებს წყალტუბოში ძველ სანატორიუმებში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდეს და მათი სოციალური პრობლემები მოაგვაროს.
კოლიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ახალგაზრდული ორგანიზაციები ხე-ტყის მასობრივ გაჩეხვასთან დაკავშირებით, თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ და მას სპეციალურ მიმართვას უგზავნიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ სარჩელი - კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის ასაშენებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 9 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და პარკში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით.
აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა გადასცა. გადაცემის ცერემონია ბათუმის პორტში შედგა და მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოსა და გლობალური ეკონომიკის ტენდენციებსა და პერსპექტივებზე განხილვების ციკლის ფარგლებში, საჯარო დისკუსია გამართა.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კვლავ დააყენა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს საჭირო პროცედურების დასაწყებად მხარდჭერისკენ მოუწოდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოშიც.