აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა გადასცა. გადაცემის ცერემონია ბათუმის პორტში შედგა და მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, იგი ძრავიდან სანავიგაციო სისტემებამდე მოდერნიზებული სრულიად ახალი ტიპის პატრულ-კატარღაა, ამასთან ის ექსპლუატაციაშიც ეკონომიურია, სპეციალურად გადამზადებული ექსვსკაციანი ეკიპაჟი მართავს და 32 კვანძის სიჩქარის განვითარება შეუძლია.
„ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაუმჯობესებული საზღვაო პატრულის შესაძლებლობა. მრავალ ერთობლივ პროექტთან ერთად, ეს კატარღა უმნიშვნელოვანესი გზავნიალია, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია გადარჩენისა და განვითარებისთვის მარტო არ იბრძვის“-განაცხადა ზღულაძემ.
მისი თქმით, აშშ-ს დახმარებით აღდგენილი და გადაიარაღებულია რამდენიმე გემი და გამართულია სახმელეთო სარადარო სისტემა.
მინისტრის მოადგილემ გარდა ფინანსური და მატერიალური დახმარებისა, აშს-ს მორალურ მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი.
სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიმართა. მან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბარა.
გილაურის თქმით, სანაპირო დაცვის კატარღა ძირეულად ტრანსფოტმირებული და მოდერნიზებულია და სანაპირო დაცვის თანამედროვე საშუალებადაა გარდაქმნილი. მისი თქმით, ის უახლესი ამერიკული სტანდარტების ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.
„სანაპიო დაცვის ეს კატარღა ერთგვარად საქართველოს ტრანსფორმაციის სომბოლოცაა“-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველო კორუმპირებულ, ნაკლებად განვითარებულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე ინსტიტუტებისა და ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

















