კოლიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ახალგაზრდული ორგანიზაციები ხე-ტყის მასობრივ გაჩეხვასთან დაკავშირებით, თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ და მას სპეციალურ მიმართვას უგზავნიან.
როგორც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თათია შეთეკაურმა საკრებულოს წინ გამართრულ გამაფრთხილებელ აქციაზე განაცხადა, ხე-ტყის განადგურების მხრივ მძიმე ვითარებაა და აუცილებელია ამას ხელი შეეშალოს.
„მივმართავთ თბილისის მერს გიგი უგულავას აგვიხსნას, თუ რატომ იჭრება ამდენი მრავალწლიანი ხე ბოლო პერიოდში. ახალგაზრდებს არ გვინდა ჩვენი ჯანმრთელობა მავანთა ახირებას შეეწიროს და ამიტომ, მოვითხოვთ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა“ -განაცხადა შეთეკაურმა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

















