ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“კომისიიდან აცნობეს.
ბრიფინგზე კაციტაძე პროექტ „კარდაკარის“ საველე და საკონტროლო ღონისძიებების შედეგების შესახებ წინასწარი ინფორმაციის პრეზენტაციას გამართავს.
ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება.
„კარდაკარი“ აპრილის ბოლოს დაიწყო და ორი თვე გაგრძელდა. აქციაში 11 100 რეგისტრატორი მონაწილეობდა, რომლებიც ელექტორატის ზუსტი სიის დადგენის მიზნით, კომისიის განცხადებით,
საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახს ეწვივნენ.
კაციტაძის განცხადებით, განსაკურებული ყურადღება ე.წ. „მკვდარ სულებზე“, სიებზე მიწერილ გაურკვეველ პიროვნებებსა და საზღვარგარეთ წასულ თანამემამულეებზე გაკეთდა.
დაზუსტებული სიების ერთიანი შედეგები პირველ აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს.

















