საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შედეგების შესახებ დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ოთხი საერთაშორისო კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას. ამავე ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

















