კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკის სახელმწიფო მდივამა ჰილარი კლინტონმა მიულოცა.
კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა ხვალ, მთავრობის კანცელარიაში, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
თეთრიწყაროს ბათილად ცნობილი #31 უბნის კენჭისყრის შედეგები ხელახლა დაითვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე მიიღო.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს უპასუხისმგებლოდ და არასერიოზულად ექცევა.
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,