ლიბიის ახალი მთავრობის შემადგენლობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭნენ.
აქციაში ძირითადად ქალაქების - ზავიასა და ზუვარას მცხოვრებნი მონაწილეობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი წვლილი შეიტანეს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი ინტერესები არ არის გაზიარებული.
ლიბიელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრის მუსტაფა აბუშაგურის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავენ.
მთავრობის ახალ შემადგენლობას ბევრი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მასში ლიბერალური ბლოკის წარმომადგენლები არ არიან.

















