დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპერსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16:00 საათამდე ლომინაძის და
ჟორდანიას ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს, ნუცუბიძის, გურიელის და დელისის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე დოლაბაურის, პატარძეულის, მანავის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ხოლო 10-დან 18:00 საათამდე ქინძმარაულის, მუხაძის, ახვლედიანის და კალოუბნის ქუჩებს არ მიეწოდება.
შუქი 11-დან 18:00 საათამდე ნავთლუღის დასახლებას, ქობულაძის და ჩოჩუას ქუჩებს, „თბილისის წყლის“ სატუმბ სადგურს და #78 ატეესს გაეთიშება.

















