logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სამართალი
10:06 14.07.2021
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით
[ ვრცლად ]
18:13 13.07.2021
ირაკლი ანთაძე: ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე
[ ვრცლად ]
23:18 12.07.2021
შსს: ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი"
ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

მამუკა ჭელიძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი.

დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი.

ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი".

ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

აგრეთვე ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და „112“-ის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, ითქვას შემდეგი:

ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 სთ-ზე ფიქსირდება თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე, იოსელიანის ქუჩაზე, საიდანაც თავის მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.

აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, 15:31 სთ-ზე შედის ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. ვიმეორებ, აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, ცურტაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

როგორც მოგეხსენებათ, იგი, მეგობართან ერთად, ფონიჭალაში 2-ჯერ ჩადის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალის მიმართულებით, ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს.

აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, კვლავ ბრუნდება ორთაჭალიდან ფონიჭალის დასახლების მიმართულებით და ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე, 19:41 სთ-ზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

საქმის მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, კერძოდ, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე ჩვენებების მიხედვით, ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო ცუდად ხდება და მეგობარი ცდილობს მის დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი და ვერ ახერხებს ამას, მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეომასალაზე. ალექსანდრე ლაშქარავას მეგობარი სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარების მიზნით, ითხოვს ერთ-ერთ პრეპარატს - ე.წ. ნარკანს, რათა თავისი მეგობარი გამოიყვანოს მიღებული ნარკოტიკების შედეგად ზედოზირებიდან, რაც ასევე ასახულია ვიდეოკადრებში.

გარკვეული მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ალექსანდრე ლაშქარავას მიყვანას და თავადვე ბრუნდება მასთან, სადაც კვლავ ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების შედეგად თავის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებიდან იკვეთება.

გარკვეული დროის შემდეგ, მოჰყავს გონებაზე და რამდენიმე წუთში, ერთად, ასევე მოპედის საშუალებით, 23:16 სთ-ზე ბრუნდებიან დედაენის ბაღში, სადაც ალექსანდრე ლაშქარავა კიდევ ერთხელ ცუდად ხდება, რაც ასევე ასახულია კამერებზე და ეს ყველაფერი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავა ბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლთან და 00:10 სთ-ზე გარე მეთვალყურეობის კამერებზე ჩანს, როგორ ადის სახლში.
დაახლოებით დილის 6 საათზე ოჯახის წევრები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, სასწრაფოს ექიმებს ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ჯგუფური ძალადობის მუქარით დევნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას და უწყება პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გრაფიკა სრული მოცულობით შექმნილია საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე და ის გამყარებულია ვიდეომტკიცებულებებით, რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ" - განაცხადა ჭელიძემ.
[ ვრცლად ]
17:14 12.07.2021
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი
[ ვრცლად ]
17:10 12.07.2021
რატი ბრეგაძე: ყველა მოძალადე დაისჯება!
"ხელისუფლებაში არის შეუვალი პოზიცია, რომ მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად იძალადა
[ ვრცლად ]
14:45 12.07.2021
პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის
[ ვრცლად ]
12:23 12.07.2021
შსს-მ “სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
[ ვრცლად ]
12:09 12.07.2021
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს
[ ვრცლად ]
11:32 11.07.2021
"ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო
ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება
[ ვრცლად ]
11:44 10.07.2021
ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
[ ვრცლად ]
11:39 10.07.2021
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო
[ ვრცლად ]
13:30 09.07.2021
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე თავდასხმა - ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა, ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია
"იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, ვერ წარმოვიდგენდით
[ ვრცლად ]
11:23 09.07.2021
პოლიციამ გორში ავტომობილის დაწვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული
[ ვრცლად ]
10:09 09.07.2021
საქართველოსა და უკრაინის აბორდაჟის ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
[ ვრცლად ]
08:03 09.07.2021
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს
[ ვრცლად ]
13:05 08.07.2021
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის

[ ვრცლად ]

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა