"ხელისუფლებაში არის შეუვალი პოზიცია, რომ მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად იძალადა
ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, დაკავებული იქნება აბსოლუტურად ყველა მოძალადე და დადგინდება მათი პერსონალური ბრალი, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციას.
,,შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს თითოეული დამნაშავის პასუხისმგებლობას და მოძალადე, რომელმაც იძალადა მათ შორის თქვენზე, ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება" - განუცხადა ჟურნალისტებს რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.