logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე თავდასხმა - ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა, ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე თავდასხმა - ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა, ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია
13:30 09.07.2021
"იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, ვერ წარმოვიდგენდით ," - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები კიდევ ერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

"ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები, 27 წელია ვმუშაობ ძალოვან უწყებებში და 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოზე ძალადობა ეს, ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეოები, ჩანაწერები და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორებს რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად.

მე გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც თქვეს ჩემზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ.

პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი მერე გახდა 8, მერე - 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი არ ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“- ვრცელდებოდა ინფორმაცია. ანუ, ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული.

სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმულები. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში.

სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს. ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა ის, რომ 5 კაცს გაეკიდონ "რობოკოპებში" ჩაცმული პოლიციელები.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მოქალაქეებზეც ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე.
საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ. ველოდით 6 საათზე ამ ადამიანების შეკრებას. ზუსტი დრო, სამწუხაროდ არ გვითხრეს და ზუსტი ადგილი, სად უნდა შეკრებილიყვნენ. თქვეს ფილარმონიასთან, მობილიზებული იყო იქ მოწინააღმდეგეთა ძალები და შესაბამისად, იქ იყო საპოლიციო ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო.

ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგას ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია. იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა , ამას ვერ წარმოვიდგენდით"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა