რუს და სომეხ ალპინისტებს, რომელთა დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია უშბაზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, დაახლოებით 30 წუთში ქართველი მაშველები მესტიაში გადმოიყვანენ.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“ არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული პ.ბ-ს უფლებების დარღვევის ფაქტის გამო გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.