თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
სააპელაციო სასამართლო კალაძის აპელაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განიხილავს, რომლის თანახმადაც, კალაძის ქონებას ყადაღა დაედო და ჯარიმა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.

















