logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირანის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა
ირანის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა
18:40 13.08.2012
ირანის ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით, 306-მდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ირანის წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის წარმომადგენლებმა 6 000 კარავი გაშალეს, რომელიც დაახლოებით, 16 000 უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანზეა გათვლილი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დასრულდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღირიცხა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ჯანდაცვის მინისტრი მარზიჰ ვაჰიდ დათჯერდმა ირანის პარლამენტს დაღუპულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, 50 მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მაშველების მისვლამდე საკუთარ სახლებში გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, მიწისძვრის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრამ მთიანი რეგიონის 20 სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით დააზიანა.

პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადი ნეჯადმა შესაბამის სამსახურებს დაზიანებული სახლების რეკონსტრუქცია დაავალა. ადგილობრივი მთავრობა ასევე, სახლების აღდგენისთვის მოსახლეობას სახსრების გამოყოფასაც შეჰპირდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, რეგიონში გლოვის დღეებია გამოცხადებული.

პირველი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, ხოლო მეორე 6,3 მაგნიტუდის ბიძგები იმავე ტერიტორიაზე 11 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ყველა სეისმურმა სადგურმა დააფიქსირა. მიწისძვრა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოქალაქეებმაც იგრძნეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა