საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2012“-ს დაესწრნენ.
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ფარულად შეხვედრა უარყო.
მთავრობის კანცელარიასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ დღეს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი კომპანიების დაყადაღების ფაქტები გააპროტესტა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე მოწმის სტატუსით იკითხება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - კახი კალაძემ, გოგი თოფაძემ, ზვიად ძიძიგურმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა რუსთავში, „ქიმიკოსთა სახლში" ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც კოალიციის სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.
„ქართუ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს საჯარო რეესტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსადგენი დოკუმენტაციის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი კავკასიაში სტივენ ჰაიკინი დღეს პროგრამის - “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” პრეზენტაციას გამართავს.