არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს კვლევის - „საქართველოს სადაზღვევო სექტორი“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამათავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, „საქართველოს სადაზღვევო სექტორი" რიგით მესამე ანგარიშია, რომელსაც ორგანიზაცია „საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, კვლევაში განხილულია სადაზღვევო სექტორის მიმდინარე რეფორმა და ამ სფეროში არსებული გამოწვევები.
კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

















