პარლამენტმა დღეს 32 ხმით 5 წინააღმდეგ ჩააგდო ოპოზიციონერი დეპუტატის, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის შესახებ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ივანიშვილისთვის 148 650 131 ლარის ჯარიმის დაკისრების შესახებ ხვალ გაასაჩივრებენ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გურამ ჩახვაძემ თავის გამოსვლაში ხელისუფლებას ედპ-ს ალტერნატიული ხედვა გააცნო, რომელიც საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სქემის შემოღებას გულისხმობს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის დეპუტატებს პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის ინიციატივის განხილვისას მოუწოდა, რომ არა პრეზიდენტის, არამედ ხალხის ეშინოდეთ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრისას მათი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.