კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – სამმაგ შეთავაზება S1-ს სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, შეთავაზებაში
ჩართვის შემთხვევაში, სახლის ფიქსირებული ტელეფონის და DSL ინტერნეტის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველგვარი სააბონენტო გადასახადის გარეშე ისარგებლონ ორი S1 მობილური ტელეფონით და ანგარიშსწორება სამივე მომსახურებაზე ერთიანი ანგარიშით აწარმოონ.
სამმაგი შეთავაზება S1–ის ქსელში ჩართვა სახლის ფიქსირებული ტელეფონის და DSL ინტერნეტის ნებისმიერ პაკეტზეა შესაძლებელი.

















