პარლამენტმა დღეს 32 ხმით 5 წინააღმდეგ ჩააგდო ოპოზიციონერი დეპუტატის, „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის შესახებ.
კენჭისყრამდე ბაღათურიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს, ნუ გაავლებენ ამ საკითხს პარტიულ სადემარკაციო ხაზს და მხარი დაუჭირონ პენსიის გაზრდას.
დეპუტატის ინიციატივით, ყველა ასაკით პენსიონერისთვის მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს, ხოლო 2013 წლიდან პენსიონერებს ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი უნდა დაემატოს.

















