ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ნატო-ში როგორც პარტნიორს ისე განიხილავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თბილისის მიკროავტობუსსა“ და სარეკლამო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება - სამარშრუტო მიკროავტობუსებში რადიო-არხების მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ არაკონსტიტუციურია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დასრულდა.
პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და სხვა ლიდერები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ.
ქუთაისის მაჟორუტარი დეპუტატი, მმართველი გუნდის წევრი აკაკი ბობოხიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჯორიტარობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს ძლიერ კონკურენტად არ მიიჩნევს და მას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აუცილებლად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას, რომელიც must carry-ს წესების შემოღებას ითვალისწინებს.