logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია-ს must carry-ს წესების შემოღება აუცილებლად მიაჩნია
საია-ს must carry-ს წესების შემოღება აუცილებლად მიაჩნია
16:37 11.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აუცილებლად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას, რომელიც must carry-ს წესების შემოღებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ საიას ხელმძღვანელებმა „თბილისი მარიოტში“ განაცხადეს, სადაც მათ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს must carry-ს საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინეს.

,,ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას“ პროექტის კოორდინატორის ნათია კაპანაძის განცხადებით, must carry მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში დიდი ხანია დამკვიდრებულია და გულისხმობს საკაბელო ტელევიზიის ვალდებულებას - გაატაროს გარკვეულ სამაუწყებლო კომპანიათა სატელევიზიო სიგნალები რათა, ამ ქსელის აბონენტებს სხვა პროგრამების ნახვის საშუალებაც ჰქონდეთ.

მისი თქმით, აღნიშნული წესების შემოღების შემთხვევაში, ტელეკომპანია „მაესტროს“, „მე-9 არხსა“ და „კავკასიას“ შესაძლებლობა ექნება საკაბელო მაუწყებლებზე მოხვდნენ.

შესაბამისი კანონპროექტი კამპანია ,,ეს შენ გეხებას“ ფარგლებში პარლამენტს უკვე წარედგინა. ავტორების შეფასებით, საკანონმდებლო შეთავაზების მიზანი საკაბელო ქსელების აბონენტების ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებებით უზრუნველყოფაა.

,,რამდენადაა მზად პარლამენტი აღნიშნული წინადადებების განსახილველად მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება must carry-ს წესების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრების საკითხს, როგორც კვლევამ აჩვენა თუ ის კარგად შემუშავებული და დაბალანსებულია საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია“-განაცხადა კაპანაძემ.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამაუწყებლო მედიის ბაზარზე პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო ვალდებულია must carry-ს წესები შემოიღოს, რაც ბაზარზე მოთამაშეებსა და მომხმარებლის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს დაამკვიდრებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა