საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ უნგრეთში გაემგზავრება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს.
ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრი, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მოქალაქე ზეინაბ ბიწაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ხვალ, მაკედონიაში ეუთოს მისიის წარმომადგენლებს და საარჩევნო სისტემების ოფიცრებს მაურო კალვე სანჩესსა და ზაგე ფილიპოვსკის შეხვდება.
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2012 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 37 077 ერთეული შეადგინა.
„სახალხო კრება“ მის მფლობელობაში არსებული დაკარგული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სახალხო კრების“ წევრმა ქეთევან ზაქარეიშვილმა განაცხადა.
თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებში განსაზღვრულ პრიორიტეტებს არასწორს უწოდებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩენებელზე 18 პროცენტით მეტია.
კომპანია „სილქნეტი“ კახეთის მოსახლეობას Silknet Wifi-ს ერთთვიან უფასო მომსახურებას სთავაზობს. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, უკაბელო ინტერნეტის