„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ახალი პროდუქტს - „ენერგიულ განვადებას“ სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელი, რომელიც
30 ივნისის ჩათვლით „საქართველოს ბანკის“ მომენტალური განვადებით ისარგებლებს, ყოველ 10 ლარზე 3 კვტ.სთ–მდე ელექტროენერგიის უფასოდ მოხმარებას შეძლებს.
„მომხმარებელს მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე აქვს საშუალება, „საქართველოს ბანკის“ განვადების ქსელში ჩართულ მაღაზიებში შეიძინოს სასურველი ნივთი ან მომსახურება და ამავე დროს საჩუქრად მიიღოს ელექტროენერგია“ - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
„ენერგიული განვადებით“ სარგებლობა 20 წლიდან 70 წლამდე ყველა ფიზიკურ პირს შეუძლია, ვისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 200 ლარს შეადგენს. სესხის მოცულობა 200–დან 5000 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო ვადა 3-დან 24 თვემდეა.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, განვადებიდან 15 დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის შესაბამის პროვაიდერთან აბონენტს ბანკისგან განვადების ოდენობის შესაბამისი კვტ.სთ–ების საფასური ჩაერიცხება.

















