მათემატიკაში ოლიმპიადის პროექტის „ბი ჯი ჯენერეიშენ 2012“-ის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
ოლიმპიადა, საქართველოს მასშტაბით, 5 თვითმმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და მასში 3-11-ე კლასის 10 000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მათი ტალანტის განვითარების ხელშეწყობაა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
„ბი ჯი ჯენერეიშენ 2012“ სტარტს 20 მაისს აიღებს და 10 ივნისს დასრულდება. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ და მეორე ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებს 12 ამოცანა დაურიგდებათ სავარაუდო პასუხებით.
ფინალური ტური 10 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ამ ტურში მონაწილეებმა ამოცანის ამოხსნის გარდა, დავალების ახსნის პრინციპიც უნდა განმარტონ.

















