„ლეიბორისტული პარტიის“ წევრების მტკიცებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მათი პარტიის ყიდვას ცდილობს.
როგორც „ლეიბორისტების“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი პარტიის გაყიდვის სანაცვლოდ წევრებს ასი ათასობით აშშ დოლარს სთავაზობს.
„გვინდა შევახსენოთ ოლიგარქ ივანიშვილს, რომ იდეა და ღირსება ფულზე არ იყიდება! შეგიძლია შენი ფულები ისევ „ფულმადიდებლებს“ მოახმარო“ - განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, „სულწაწყმედილი პოლიტიკოსებისა და პარტიების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული კრიმინალ-ოლიგარქი ივანიშვილი“ დღემდე „ქორვაჭარივით“ ყველას და ყველაფერის მოსყიდვას ცდილობს.

















